2012-07-07

”გთხოვთ მხოლოდ ერთი წიგნის შეძენით პოეტის გული გადაარჩინოთ”

7 ივლისს 20.00  საათზე, თბილისში იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმში, ანჩისხატის ეკლესიის მგალობელთა გუნდის ფონზე პოეტ სევარიონ ნადირაძის საღამო გაიმართება.
5 ივლისს „ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში“  „თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის“ ინიციატივით გაიმართა აქცია  ”გთხოვთ მხოლოდ ერთი  წიგნის შეძენით პოეტის გული გადაარჩინოთ” - საქველმოქმედო საღამო პოეტ სევარიონ ნადირაძის დასახმარებლად.
სევარიონ ნადირაძეს  ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი: კორონარული არტერიების დაავადება და სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია, სამწუხაროდ, თანხების მოძიება ძალიან გართულდა.  საქველმოქმედო საღამო-აქციის ჩატარების ამ ინიციატივით ჩვენ ვფიქრობთ, თავი მოვუყაროთ გარკვეულ ფულად სახსრებს, რომ შევძლოთ სოსო ნადირაძის დახმარება.საქველმოქმედო საღამოზე გაიყიდება სევარიონ (სოსო) ნადირაძის ახალი მინი-რომანი "ფქვილდსაფქვილ სიარული".



მისამართი: თბილისი, ალგეთის შესახვევი №1.
ასასვლელი აბანოთუბნიდან

საკონტაქტო პირი: თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მზევინარ ხუციშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 593 14 37 28
ელ. ფოსტა: mxucishvili@mail.ru
« იხ. ყველა ანონსი