2017-03-25

საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო

25 მარტს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოს გამართავს. ღონისძიებით იხსნება თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის საიუბილეო წელი და კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალი „ოქროს საწმისი“. საღამოზე ასევე გაიმართება კონცერტი თსუ ქორეოგრაფიული ანსამბლისა და საქართველოს ბერძნული ფედერაციის კულტურული ცენტრის მონაწილეობით.
 
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.13, თსუ VIII კორპუსი, IV სართული, სააქტო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი