2016-10-01

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კონფერენცია “ღირსეული სიბერე”

1 ოქტომბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კონფერენცია “ღირსეული სიბერე” გაიმართება.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენცია ეძღვნება მოხუცთა საერთაშორისო დღეს – 1-ელ ოქტომბერს.

კონფერენციაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობენ დარგის ექსპერტები იაპონიიდან. კონფერენციის პირველ სხდომაზე ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ზაზა კოკაია  წაიკითხავს ლექციას “ღეროვანი უჯრედები და დაბერების პროცესი”.

კონფერენციით გაიხსნება ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი