2019-12-17

ნატო დავითაშვილის შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

17 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იწვევს ბავშვთა სახლის მოსწავლეებს, რომელთაც  შეხვდება  მწერალი ნატო დავითაშვილი. იგი ფენტეზის ჟანრის მწერალია, დაწერილი აქვს ათზე მეტი წიგნი, მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული პრემია.
ბავშვთა სახლის მოსწავლეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ უნივერსიტეტი, გაეცნონ მის კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი