2010-02-16

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენციას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 35 წელს.

გთხოვთ, მოხსენების თეზისები გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 10 მარტისა.  თეზისების გაფორმების წესი: მოცულობა 300 სიტყვა, შრიფტის ზომა _ 12, ფონტი - AcadNusx, მიუთითეთ სახელი, გვარი, მიმართულება, ელექტრონული მისამართი და ტელეფონის ნომერი.

დოქტორანტთა თეზისები რეცენზირდება. რეცენზირების პასუხს გაცნობებთ 31 მარტამდე.
კონფერენცია გაიმართება 2010 წლის აპრილის მეორე ნახევარში. კონფერენციის ჩატარების ზუსტ თარიღს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.

საკონტაქტო პირი: ნინო პოპიაშვილი    nino.popiashvili@yahoo.de
                                                  ტელეფონი:  8 77 71 99 89

« იხ. ყველა ანონსი