2018-03-20

შეხვედრა ქეთევან დავრიშევთან

20 მარტს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული წარმოშობის ფრანგ მწერალთან ქეთევან დავრიშევთან შეხვედრა და  ნაწარმოების "სხვა იოსები" ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიება ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება.

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ 36, თსუ V კორპუსი, აუდიტორია 309. 


« იხ. ყველა ანონსი