2011-10-28

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,ლინგვისტიკა, ლიტერატურა, დიდაქტიკა - თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები“

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტი და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) 2011 წლის 28-29 ოქტომბერს აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ,,ლინგვისტიკა, ლიტერატურა, დიდაქტიკა - თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები“, რომელიც ეძღვნება ჟაკ დერიდას დაბადებიდან 80–ე წლისთავს. კონფერენციის საზეიმო გახსნა და პლენარული სხდომა ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (დასაწყისი 10 30 სთ.)


იხილეთ პროგრამა 
« იხ. ყველა ანონსი