2014-06-06

პროექტის „ევროკავშირი და საქართველო“ დასკვნითი ღონისძიება

6 ივნისს,  18:30 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ სტუდენტური თვითმმართველობისა და განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის „ევროკავშირი და საქართველო“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

პროექტში მონაწილობა მიიღეს თსუ სტუდენტებმა. აპლიკაციისა და გასაუბრების შედეგად შეირჩა 15 სტუდენტი,  რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე „ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა საქართველოსთვის“.  ტრენინგი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროპულ და ევროტლანტკურ  სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხების საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან მოწვეულიმა ტრენერებმა ჩაატარეს. ტრენინგის შემდგომ სტუდენტებმა მოცემული თემის ფარგლებში,  ნაშრომები შექმნეს.

დასკვნით ეტაპზე მოხდება მონაწილეთა მიერ შექმნილი ნაშრომების პრეზენტაცია და გამარჯვებულთა დაჯილდოება. პროექტის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 5 ნომინაციაში: გამარჯვებული, II ადგილი, საუკეთესო მომხსენებელი, ჟიურის სიმპათია, თსუ სტუდენტური თვითმმართველობის სიმპათია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი