2017-05-22

პოლონელი პროფესორის პაულინა პოლკოს საჯარო ლექციები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მოწვევით, თსუ-ს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ესტუმრება პოლონელი პროფესორი პაულინა პოლკო, რომელიც სტუდენტებისთვის საჯარო ლექციებს გამართავს.

22 მაისს, 17:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის 302-ე აუდიტორაში ჩატარდება ლექცია "ჯიჰადი-სოციალური მედიის გამოყენება ტერორისტული ორგანიზაციების მიერ".

23 მაისს, 19:00 საათზე თსუ-ს პირელი კორპუსის 301 აუდიტორიაში ჩატარდება ლექცია "რუსეთის საინფორმაციო ომი - ევროპული  მიდგომა: პოლონეთის, გერმანიის, შვედეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის შემთხვევის ანალიზი".


« იხ. ყველა ანონსი