2015-12-25

საჯარო ლექცია "ურთიერთოებები და ფსიქოლოგია"

25 დეკემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია "ურთიერთოებები და ფსიქოლოგია" გაიმართება.
 
ლექცია თსუ სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტის "მე მინდა ვიყო"ფარგლებში ჩატარდება.

აღნიშნული პროექტი არის ციკლური სახის, რომლის ფარგლებშიც განიხილება ისეთი სპეციფიკური საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის, წარმატების მიღწევის გზაზე.

პროექტი ჩატარდება თსუ–ში ტრენინგებისა და საჯარო ლექციების სახით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 212-ე აუდიტორია




« იხ. ყველა ანონსი