2014-03-06

საქველმოქმედო საღამო „ვახოს გულისთვის“

6 მარტს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკასთან არსებული კლუბი 93–ე აუდიტორიისა და თინათინ მოსიაშვილის ორგანიზებით გაიმართება საქველმოქმედო საღამო უნივერსიტეტელის, მთამსვლელისა და პედაგოგის, ვახო აბაიშვილის თანადგომისათვის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ცნობილი მსახიობები, პოეტები, მუსიკალური ანსამბლები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, 206–ე აუდიტორია.




« იხ. ყველა ანონსი