2015-03-05

„მოგზაურობა ცხოვრებაში“ - წიგნის პრეზენტაცია

5 მარტს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ემერიტუს-პროფესორის მერაბ კერესელიძის წიგნის „მოგზაურობა ცხოვრებაში“ პრეზენტაცია გაიმართება.

„მოგზაურობა ცხოვრებაში“ ორ წიგნად გამოიცა და მასში მხატვრულად აღწერილია თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოების ცხოვრება, მოღვაწეობა, ყოფითი თავგადასავლები.

მერაბ კერესელიძე თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ფიზიკური ქიმიის კათედრის ემერიტუს-პროფესორია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი