2016-04-14
საჯარო ლექცია „ძალთა ბალანსი იუსტიციის სისტემაში - საქსონიის მხარის იუსტიციის მინისტრის ვალდებულებები“
14 აპრილს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქსონიის მხარის იუსტიციის სახელმწიფო
მინისტრი ბატონი სებასტიან გემკოვი წაიკითხავს საჯარო ლექციას
„ძალთა ბალანსი იუსტიციის სისტემაში - საქსონიის მხარის იუსტიციის მინისტრის ვალდებულებები“. მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია აუდიტორიასთან, რომელსაც მოდერირებას გაუწევს დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტი ბატონი ულრიხ ჰაგენლოხი.
ღონისძიება ორგანიზებულია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის მიერ.
საჯარო ლექციაზე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დარიგდება საჩუქრები (წიგნები).
ლექციაზე უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ ენაზე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 06
« იხ. ყველა ანონსი