2013-09-25

თსუ ემიგრაციის მუზეუმს ქართველი ემიგრანტის არქივი გადაეცემა

25 სექტემბერს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმს საქართველოს პირველი პარლამენტის - საქართველოს ეროვნული კრების წევრის მიხეილ ყაუხჩიშვილის არქივის ნაწილი გადაეცემა.

მუზეუმს ყაუხჩიშვილის არქივს ემიგრანტის შვილიშვილი ელენე ყაუხჩიშვილი და რძალი ფრანჩესკა მელცი-ყაუხჩიშვილი გადასცემენ. მათ ცნობილი ქართველი მეცნიერის სიმონ ყაუხჩიშვილის (მიხეილ ყაუხჩიშვილის ძმა) შვილიშვილი ლია ჯინორია და სიძე რისმაგ გორდეზიანი უმასპინძლებენ.

მიხეილ ყაუხჩიშვილი იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი, საქართველოს პირველი პარლამენტის – საქართველოს ეროვნული კრების წევრი,  დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებში. გასაბჭოების შემდეგ ფირმა „სიმენსის“ მთავარი სამმართველოს წევრი და დირექტორი ჯერ გერმანიაში, შემდეგ იტალიაში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.13, თსუ მერვე კორპუსი, თსუ ემიგრაციის მუზეუმი

« იხ. ყველა ანონსი