2020-02-12

წლის პირველი საჯარო ლექცია

12 თებერვალს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება წლის პირველი საჯარო ლექცია, რომელსაც ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ კურსდამთავრებული ზაალ კოკაია წაიკითხავს თემაზე „თავის ტვინი, ინსულტი და ღეროვანი უჯრედები“.
პირველი საჯარო ლექცია უნივერსიტეტში 100 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა თემაზე ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში.
„წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში ყოველწლიურად ტარდება. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი