2011-11-14

მეექვსე საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი

14 ნოემბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის ორგანიზებით მეექვსე საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი გაიხსნება. სიმპოზიუმის გახსნას თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა დაესწრებიან. 

ქართველ მეცნიერებთან ერთად სიმპოზიუმში მონაწილეობას გერმანიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან მოწვეული პროფესორები მიიღებენ. სიმპოზიუმის მსვლელობისას რამდენიმე სექცია იმუშავებს, მათ შორის პოლონური ქართველოლოგიის, ქართული ენის, ისტორიის, შუასაუკუნეებისა და უახლესი ლიტერატურის, ფილოსოფიისა და ხელოვნების სექციები. სიმპოზიუმის მიზანია აღნიშნული თემების ფართო მეცნიერული განხილვა და ურთიერთ გამოცდილების გაზიარება.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის ორგანიზებით გამართული სიმპოზიუმი 18 ნოემბერს დასრულდება.

მის: კუს ტბის გზა N1, კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“
« იხ. ყველა ანონსი