2015-01-20

კონკურსში „არა ძალადობას“ გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება

20 იანვარს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „არა ძალადობას“ გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან.

კონკურსში ოჯახში ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით ასამდე მედია პროდუქტი  (საგაზეთო პუბლიკაცია, ტელე და რადიო სიუჟეტები) იყო წარმოდგენილი. კონკურსზე თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების სამაუწყებლო მედიის ფარგლებში სამმა ჯგუფმა სამი ვიდეორგოლი წარმოადგინა. თსუ-დან წარმოდგენილი სამი ვიდეორგოლიდან ორმა  გაიმარჯვა. ღონისძიებაზე გაიმართება გამარჯვებული კლიპების დემონსტრირება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი