2016-03-31

სამეცნიერო კონფერენცია - "ქალის უფლებები სამართლებრივ დისკორსში"

31 მარტს, 10:00-16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გიწვევთ სამეცნიერო კონფერენციაში "ქალის უფლებები სამართლებრივ დისკორსში" მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენციის მიზანია ქალის უფლებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:

•  პოლიტიკური უფლებები და მონაწილეობა;
•  განათლება და პროფესიული წარმატების ხელშემწყობი ფაქტორები;
•  ძალადობრივი დანაშაული და ქალი;
•  საერთაშორისო დანაშაულის სპეციფიკა ქალთა უფლებების ჭრილში;
•  ევროპის საბჭოსა და გაეროს სტანდარტები ქალთა უფლებების დაცვისას;
•  მონაცემთა დაცვა და ქალთა უფლებები.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,  I კორპუსი, აუდიტორია # 107

« იხ. ყველა ანონსი