2014-12-26

გიორგი ჭოღოშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

26 დეკემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები და  აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საიუბილეო სხდომის ორგანიზატორია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრა.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 13, თსუ  XI (ე.წ. ბიოლოგების) კორპუსი , 421-ე (ვიქტორ კუპრაძის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი