2014-02-03

კონფერენცია „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისთვის - DOIT“

3 თებერვალს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ტემპუსის პროექტის – „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისთვის - DOIT“ – კონფერენცია .

კონფერენცია ეძღვნება უმაღლეს სასწავლებლებში მულტიკულტურული განათლებისათვის პროფესორ–მასწავლებელთა ტრენინგს, ასევე,  პროექტის ფარგლებში მომზადებული კურსების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობასა და დისსემინაციას. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ პროექტის ისრაელელი და ქართველი მონაწილეები. კონფერენცია ღიაა და მასზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

დაწვრილებითი ინფორმაცია კონფერენციის პროგრამის შესახებ იხ. თანდართულ ფაილში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №212
« იხ. ყველა ანონსი