2016-03-02

საჯარო ლექცია „თანამედროვე ქალაქის დაგეგმარების მიდგომები ისტორიული ურბანული ლანდშაფტის კონტექსტში“.

2 მარტს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ–ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - „თანამედროვე ქალაქის დაგეგმარების მიდგომები ისტორიული ურბანული ლანდშაფტის კონტექსტში“. საჯარო ლექციას წაიკითხავს ბ-ნი დანიელ პენე, რომელიც დარგის ქართველ სპეციალისტებსა და სტუდენტებს გააცნობს ისტორიული ქალაქების თანამედროვე განვითარების გამოწვევებსა და წარმატებულ მაგალითებს.

დანიელ პენე არის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წარმომადგენლობითი ექსპერტთა ჯგუფის ერთ ერთი წევრი, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 28 თებერვლიდან 5 მარტამდე, საქართველოს სამუშაო მისიით ეწვევა.

მისიის მიზანია მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი მცხეთის ისტორიული ძეგლების მდგომარეობის გამოსასწორებლად, ამჟამად მიმდინარე ქ. მცხეთის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტის გაცნობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. მისიის წევრები არიან: ქ-ნი ანა სიდორენკო, ქ-ნი მარი-ნოელტურნო, ბ-ნი დანიელ პენე, ქ-ი ფრანკა მილიოლი და ბ-ნი ბერტრან რეიმონდონი.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, I კორპუსი, 115-ე აუდიტორია
.
« იხ. ყველა ანონსი