2014-10-24

გირესუნის უნივერსიტეტისა და თსუ-ს ხალხური ცეკვის ანსამბლების კონცერტი

24 ოქტომბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გირესუნის უნივერსიტეტისა (თურქეთი) და თსუ-ს ხალხური ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით თურქულ-ქართული ხალხური ცეკვების კონცერტი გაიმართება.

თურქეთიდან მოწვეული  ორმოცკაციანი ჯგუფის მიერ შესრულდება  გირესუნი-რიზე-ართვინის რეგიონის ხალხური ცეკვები. ღონისძიება იუნუს ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი