2012-12-22
„ვიქტორინა 2012“ – ფინალური ტური
22 დეკემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული
„ვიქტორინა 2012“-ის ფინალური ტური გაიმართება.
ფინალში მონაწილეობენ ნახევარფინალურ ტურში გამარჯვებული თბილისის და საქართველოს რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეები. ვიქტორინა გუნდური პრინციპით ტარდება. თითოეულ გუნდში 6 მონაწილეა. მოსწავლეები უპასუხებენ სხვადასხვა სირთულის კითხვებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგებიდან – მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია.
ვიქტორინის ფინალში მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი