2016-07-22

სამეცნიერო პროექტის „ლუკას სახარების ძველი ქართული თარგმანის აკადემიური გამოცემის მომზადება“ შედეგების პრეზენტაცია

22 ივლისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამეცნიერო პროექტის „ლუკას სახარების ძველი ქართული თარგმანის აკადემიური გამოცემის მომზადება“ (ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი N31/64) შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტი ხორციელდებოდა 2013-2016 წლებში პროფესორ დარეჯან თვალთვაძის ხელმძღვანელობით, სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1,თსუ პირველი კორპუსი, 202-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი