2015-10-04

დავით მაზიაშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება

4 ოქტომბერტს, 16:00 საათზე რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში გაიმართება თსუ ასოცირებული პროფესორის დავით მაზიაშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება "რობერტ სტურუას იულიუს კეისარი (ფრაგმენტები სადადგმო რეპეტიციებიდან)".

ფილმში ასახულია რუსთაველის თეატრში შექსპირის „იულიუს კეისრის“ დადგმის პროცესი. ნაჩვენებია, როგორ მუშაობს რობერტ სტურუა შექსპირის დრამატურგიაზე და ნათელი ხდება, თუ როგორ იქმნება წარმოდგენა, რომელსაც სტურუას შექსპირი ჰქვია.

ფილმის ხანგძლივობა - 38 წუთი.

მისამართი: რუსთაველის გამზ. 17, რუსთაველის თეატრი










« იხ. ყველა ანონსი