2015-10-20

გერმანელი მეწარმის კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება გერმანელი მეწარმის კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია თემაზე: “Ethik im Wirtschaftsleben”.

ცნობილი გერმანელი მეწარმე, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის ”HIPP”-ის დამფუძნებელი, თსუ საპატიო დოქტორი და საქართველოს დიდი მეგობარი ბატონი კლაუს ჰიპი აგრძელებს გერმანულენოვანი საჯარო ლექციების კურსს ბიზნესის ეთიკაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

ლექციაზე დასწრება შეუძლია გერმანული ენის მცოდნე ყველა სტუდენტს!

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 2, თსუ მაღლივი კორპუსი, 206–ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი