2012-05-30

წიგნის „შალვა მაღლაკელიძის მოგონებები“ პრეზენტაცია

30 მაისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   წიგნის „შალვა მაღლაკელიძის მოგონებები“ პრეზენტაცია გაიმართება.
ქართველი გენერალი შალვა მაღლაკელიძე (1893 ― 1976) ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური, იურისპრუდენციაში ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი იყო.  საქართველოს ოკუპაციის შემდეგ - 1921 წელს მაღლაკელიძე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მან 1929 წელს რიგაში (ლატვია) ჩამოაყალიბა საზოგადოება ”ივერია”. იგი იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი  თეთრი გიორგის ორგანიზაციისა (1925-1945). მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაღლაკელიძე ნაცისტების ჯარში ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა, რომელიც ქართველებმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამ გზით საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად ჩამოაყალიბეს. 1944 წელს შალვა მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. ემიგრაციის შემდეგ მაღლაკელიძე სამშობლოში - საბჭოთა საქართველოში დაბრუნდა.

ცნობილმა დისიდენტმა და მწერალმა ვიქტორ რცხილაძემ შალვა მაღლაკელიძის მონათხრობი ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის დროს, საკუთარი თავისუფლებისა და ახლობელთა უსაფრთხოების რისკის ფასად ფირზე ჩაიწერა. ჩანაწერის ქაღალდზე გადმოტანა ორი წლის წინ დასრულდა და წიგნად გამომცემლობა „პეგასის“ სტამბაში დაიბეჭდა. წიგნში შალვა მაღლაკელიძის მოგონებებთან ერთად შესულია ამონარიდები ქართველ ლეგიონერთა ყოველკვირეული გაზეთიდან „საქართველო“.

მის.:  ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი