2013-07-18
დისკუსია თემაზე - „სიძულვილის ენა მედიაში“
18 ივლისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა-დისკუსია თემაზე
„სიძულვილის ენა მედიაში“. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია
„მედიის განვითარების ფონდის“ მიერ არის ორგანიზებული.
პროექტის ფარგლებში დაკვირვება განხორციელდა 6 გაზეთზე, 3 საერთო-ეროვნული და 3 ადგილობრივი ტელევიზიის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და თოქ-შოუებზე, ასევე მედია-კავშირ „ობიექტივის“ საღამოს თოქ-შოუზე. „მედიის განვითარების ფონდმა“ მონიტორინგი გაუწია იმას, თუ რამდენად რეაგირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ინსტიტუციები შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ენის გამოვლინებებზე საჯარო დისკურსში.
ღონისძიების ფარგლებში ფონდი დამსწრე საზოგადოებას მონიტორინგის შედეგებს გააცნობს და აუდიტორიასთან ერთად არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი