2012-11-29

სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია ცვალებად დროში“

29 ნოემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კულტურულ  ურთიერთობათა  ცენტრ - კავკასიური სახლის, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და ევროპული ფონდის „ჰორიზონტის“ ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია  „კავკასია ცვალებად დროში“.
კონფერენციის მიზანია მეცნიერულ დონეზე წარმოაჩინოს კავკასიის რეგიონი დროის ცვალებადობის მიხედვით. განსაკუთრებით ხაზი გაუსვას საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიას და პოლიტიკურ ძალადობას კავკასიის ხალხების მიმართ. მეცნიერულად გაიაზროს საბჭოთა ტოტალიტარული ხელისუფლების მიერ განხორციელებული გადასახლებები და რეპრესიები  რეგიონის სხვადასხვა კუთხეში.
კონფერენციის მომხსენებლებს და მონაწილეებს საშუალება მიეცემათ იმსჯელონ არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდის შესახებ, არამედ პარალელები გაავლონ წარსულსა და თანამედროვეობას შორის.

მისამართი: გ. ტაბიძის ქ. №20, კავკასიური სახლის საკონფერენციო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი