2015-09-17

პორტუგალიელი ფოტოგრაფის სერჟიუ როლანდუს ნამუშევრების გამოფენა

17 სექტემბერი, 19:00 საათზე, პორტუგალიელი ფოტოგრაფის სერჟიუ როლანდუს ნამუშევრების გამოფენა „აღმოსავლეთის იბერია“ გაიხსნება.

სერჟიუ როლანდუ დაიბადა ქალაქ პორტოში, 1978 წელს. ფოტოგრაფიისა და კინოს მაგისტრი სისტემატურად აწყობს გამოფენებს, ასევე არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი.

გამოფენა 27 სექტემბრამდე გასტანს.


მისამართი: ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი 1, თბილისი
 

« იხ. ყველა ანონსი