2017-03-14

წიგნის „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ წარდგინება თსუ-ში

14 მარტს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ასისტენტ-პროფესორის, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის გიორგი დვალაშვილის წიგნის „საქართველოს ბუნების 100 საოცრების“ წარდგინება გაიმართება.

წიგნში აღწერილია საქართველოს ბუნების 100 ღირსშესანიშნავი ძეგლი. ობიექტები წარმოდგენილია რეგიონების მიხედვით, მათ შორის, წიგნში შეტანილია ოკუპირებული რეგიონების ბუნების ძეგლები. წიგნი ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ისე შესაბამისი პროფილის სპეციალისტებისა და ტურისტებისათვის.

„საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ გამომცემლობა კლიომ სერიის „საქართველოს საგანძური“ ფარგლებში გამოსცა. უკვე გამოსულია „საქართველოს 100 კურორტი“ და „საქართველოს 100 მუზეუმი“.

მისამართი. ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი