2009-12-18

“ირანისტიკის აქტუალური პრობლემები საქართველოში”

18 დეკემბერს 11:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახხელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებთა ფაკულტეტის ირანისტიკის დეპარტამენტი, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან ერთად, ატარებს ერტობლივ სამეცნიერო კონფერენციას - “ირანისტიკის აქტუალური პრობლემები საქართველოში”, რომელიც ეძღვნება ცნობილი ირანისტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალექსანდრე გვახარიას დაბადების 80 წლისთავს.
  პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად შეხვედრას დაესწრებიან  თსუ-ის რექტორი გიორგი ხუბუა და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი მოჯთაბა დამირჩილუ.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსი, აუდიტორია #106 (I სართული)

« იხ. ყველა ანონსი