2017-06-08

პოეზიის საღამო:„სტრიქონები გვირილებად“

8 ივნისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეზიის საღამო:„სტრიქონები გვირილებად“ გაიმართება.

საღამო „ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის“ ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედების გაცნობა საზოგადოებისთვის. საღამოზე წარმოდგენილი იქნება უნივერსიტეტის დამაარსებლებისა და ქართველი მწერლების პირადი წერილები.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

„ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი“ სტუდენტთა ჯგუფია, რომელიც მომავალში მიზნად ისახავს მსგავსი ღონისძიებების გამართვას როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი


 
   

« იხ. ყველა ანონსი