2014-02-25

მალხაზ მაცაბერიძის წიგნის - „უნივერსიტეტი 1921 წლის თებერვალში“ - პრეზენტაცია

25 თებერვალს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება პროფესორ მალხაზ მაცაბერიძის  წიგნის - „უნივერსიტეტი  1921 წლის თებერვალში“ - წარდგინება. ნაშრომში იმდროინდელ საგაზეთო მასალებზე დაყრდნობით გადმოცემულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრება 1921 წლის იანვარ-მარტში, წიგნი მოგვითხრობს  თებერვალ-მარტის ომში უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობის და სამშობლოს დასაცავად მათ მიერ გაღებული მსხვერპლის შესახებ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი