2011-12-05

იულიხის (გერმანია) კვლევათა ცენტრის დელეგაცია თსუ–ში

5-6 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ქ. იულიხის (გერმანია) კვლევათა ცენტრის დელეგაციას ვიცე-დირექტორის პროფ. სებასტიან შმიდტის ხელმძღვანელობით.

5 დეკემბერს 15:00 სთ №135 საკონფერენციო დარბაზში (II კორპუსი) პროფ. ჰანს შტროერი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას თემაზე: ”მეცნიერების საზღვრები - ფუნდამენტური ფიზიკის მაგალითი”.

6 დეკემბერს 12:30 სთ № 135 საკონფერენციო დარბაზში (II კორპუსი) პროფ. სებასტიან შმიდტი გააკეთებს საინფორმაციო მოხსენებას იულიხის კვლევათა ცენტრის ინსტიტუტებში საბუნებისმეტყველო მეცნიერების სხვადასხვა დარგებში მიმდინარე კვლევების შესახებ. უნივერსიტეტის შესაბამის ჯგუფებსა და ინსტიტუტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია და სამომავლოდ დაამყარონ სამეცნიერო კონტაქტები გერმანელ პარტნიორებთან. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია:
  • იულიხის კვლევათა ცენტრში უნივერსიტეტის სტუდენტთა მოკლევადიანი სავიზიტო პროგრამების განხილვა და შესაბამის შეთანხმებაზე ხელმოწერა;
  • იულიხის კვლევათა ცენტრსა და რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების გაცვლითი პროგრამების შესახებ მემორანდუმის განხილვა და ხელმოწერა;
« იხ. ყველა ანონსი