2013-03-27
თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ინიციატივები ბიზნეს სამართლის რეფორმირებისთვის
27 მარტს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღონისძიება -
თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ინიციატივები ბიზნეს სამართლის რეფორმირებისთვის.
ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან (STCL), კორპორაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (EWMI-JILEP) თანამშრომლობით.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია თემებზე: მედიაციის სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები საქართველოში, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ინიციატივები ბიზნეს სამართლის რეფორმირებისათვის, ასევე სამშენებლო მედიაციის კანონპროექტი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი