2015-04-02

შეხვედრა ქართველ ძიუდოისტებთან

2 აპრილს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ქართველი ძიუდოისტები, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ნაკრების მწვრთნელთა კორპუსი მიიღებენ მონაწილეობას.

ქართველი ძიუდოისტები (ჭრიკიშვილი, ღვინიაშვილი, შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი) და ფედერაციის წარმომადგენლები სტუდენტებს მიღწეულ შედეგებზე, ნაკრების მომავალ გეგმებზე, სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრებიან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

ღონისძიება თსუ იურიდიული ფაკულტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი