2017-03-28

ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

28 მარტს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის კათედრა სტუდენტების მონაწილეობით წარმოადგენს ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ თეატრალიზებულ საღამოს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: პროფესორი ნანა გუცაძე და ფრანგული ენის მასწავლებელი თამარ რუხაძე.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი