2011-09-14
იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი
12 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სპეციალური დელეგაცია ეწვია.
დელეგაცია რექტორ კლაუს დიკის ხელმძღვანელობით საქართველოს ორი უმაღლესი სასწავლებლის 45 წლის თანამშრომლობის წლისთავის ფარგლებში სტუმრობს. დელეგაციის წევრებს შორის არიან ეკონომიკის და ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანები, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი. დაგეგმილია შეხვედრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებთან და პროფესორებთან.
ვიზიტის ფარგლებში 14 სექტემბერს, 10:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება კონფერენცია, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გერმანიის ელჩი და პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენციის დასასრულს იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის რექტორს კლაუს დიკს თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. ორი უმაღლესი სასწავლებელი ერთობლივ პროექტებს ახორციელებს, მათ შორის თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოქმედებს სამაგისტრო პროგრამა, რომელიც პროგრამის პრაქტიკული ნაწილის გავლას იენის უნივერსიტეტში გულისხმობს.
იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სპეციალურ დელეგაციის ვიზიტი 16 სექტემბრამდე გასტანს.
მის: სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“
« იხ. ყველა ანონსი