2014-10-31

საჯარო ლექცია “მედიატორის საქმიანობის რეგულირების პრობლემები საქართველოში“

31 ოქტომბერს,  17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე “მედიატორის საქმიანობის რეგულირების პრობლემები საქართველოში“.   საჯარო ლექციას გაუძღვება თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, მედიაციის ექსპერტი - გიორგი ცერცვაძე.

ღონისძიება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის (NCADR) ორგანიზებით და  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიებაზე დასწრება დაადასტურეთ ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge  

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №115.


« იხ. ყველა ანონსი