2011-12-10

დისკუსია – ადამიანის უფლებები

10 დეკემბერს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია თემაზე „ადამიანის უფლებები.“

ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთობლიობა,ცივილიზაციის მთავარ მონაპოვარსა და ძირეულ ღირებულებას  წარმოადგენს.

შეხვედრის პირველ ნაწილში საუბარი შეეხება ადამიანის უფლებების წარმოშობასა და განვითარებას, მათ მნიშვნელობას. რატომ არის სახელმწიფო ვალდებული დაიცვას ადამიანის უფლებები.  ვისაუბრებთ, თუ როგორი დამოკიდებულებაა დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების და თავისუფლების მიმართ.შეხვედრის მეორე ნაწილში განიხილება საკითხი თუ როგორ არის ასახული ადამიანის უფლებები საქართველოს კონსტიტუციაში. მოხდება საქართველოს მოქმედი (1995 წლის კონსტიტუცია 2010 წლის ჩასწორებებით)  და 1921 წლის კონსტიტუციების შედარება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით;  განიხილება ადამიანის უფლებათა
საყოველთაო დეკლარაცია.

მოხსენებების შემდგომ გაიმართება დისკუსია.

მისამართი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის 135 აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი