2017-10-27

გერმანელი ფსიქოანალიტიკოსის ჰორსტ კეხელეს საჯარო ლექცია თსუ-ში

27 ოქტომბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი, პროფესორი ჰორსტ კეხელე საჯარო ლექციას "სიბრძნის სამი სვეტი" წაიკითხავს. ლექცია ფსიქოანალიზის თეორიასა და პრაქტიკასთნ დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნება. 

ღონისძიებაზე პროფესორ  ჰორსტ კეხელეს ფსიქოანალიტიკური სახელმძღვანელოს ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება, რომლის რედაქტორია ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოთერაპევტი, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი ხათუნა ივანიშვილი.

ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, თსუ  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე, წიგნის რეცენზენტი, პროფესორი მარინე ჩიტაშვილი, მთარგმნელი მზია გალდავაძე, წიგნის ერთ-ერთი თანაავტორი, ფსიქოანალიტიკოსი ანდრეას ბილგერი დაესწრებიან.

ჰორსტ კეხელე საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ-ფსიქოანალიტიკოსი, მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი, ბერლინის ფსიქოანალიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ფროიდისა (2002) და სიგურნის(2005) პრემიების ლაურეატია. დოქტორი კეხელე მრავალი პუბლიკაციის ავტორია; მისი  ნაშრომები ეძღვნება:ფსიქოანალიტიკურ პროცესსა და მის შედეგებს; სომატო-ფსიქიკურ პროცესებსა და კვებით დარღვევებს; მას ჩატარებული აქვს კლინიკური კვლევები მიჯაჭვულობისა და ნეირობიოლოგიის სფეროში; დოქტორი კეხელე არის მრავალ ენაზე გამოცემული ფსიქოანალიტიკური თერაპიის სახელმძღვანელოს სამტომეულის თანაავტორი ჰელმუტ ტომესთან ერთად. სწორედ ამ სახელმძღვანელოს ავტორობისათვის მიენიჭათ მათ სიგურნის საპატიო პრემია.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი