2014-04-30

"გენდერული და სკანდინავიური სწავლებანი: ენა, ლიტერატურა, სოციალური ურთიერთობები"

30 აპრილს, 11.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია: "გენდერული და სკანდინავიური სწავლებანი: ენა, ლიტერატურა, სოციალური ურთიერთობები". კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გენდერული პრობლემატიკისა და სკანდინავისტიკის სფეროს მკვლევრები ნორვეგიიდან, შვედეთიდან, ლიტვიდან და საქართველოდან. კონფერენცია ორგანიზებულია  სკანდივისტიკის დარგში თსუ-ს და ოსლოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში. პროექტი ფინანსდება განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (SIU) მიერ.
კონფერენცია 2 მაისამდე გასტანს.

მისამართი; ი. ჭავჭავაძის გამზ. 1,  თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია

იხილეთ დანართი

« იხ. ყველა ანონსი