2011-09-01
საერთაშორისო კონგრესი და გამოფენა ქ. ნიქოზიაში (კვიპროსი)
კვიპროსის ევროპული ოფისის ორგანიზებით, 2012 წლის 1–4 სექტემბერს, ქ.
ნიქოზიაში, კვიპროსის უნივერსიტეტში დაგეგმილია საერთაშორისო კონგრესისა და
გამოფენის – „East Meets West on Innovation and Entrepreneurship“
ჩატარება.
ღონისძიებაში სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს 1000 – მდე დელეგატი მსოფლიოს 50 ქვეყნიდან. კვიპროსული მხარე განსაკუთრებით ემზადება აღნიშნული კონგრესისთვის, ვინაიდან, ამავე პერიოდში (2012 წლის მეორე ნახევარში) კვიპროსი იქნება ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყანა.
კონგრესის ძირიდად მიზანს წარმოადგენს სამეცნიერო წრეებისა და ბიზნესის დაახლოება, წარმოებაში გამოგონებების ეფექტური გამოყენება, ასევე ინოვაციებში ინვესტირების მექანიზმის შემუშავება.
გამომგონებლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ თავისი პროექტები და გამოგონებები, რითაც შესაძლოა დაინტერესდნენ კონგრესზე მიწვეული ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ–გვერდზე: www.eastmeetswest.eu.com.
საკონტაქტო პირი: ბატონი გრიგორი მარკიდისი, კვიპროსის ევროპული ოფისის აღმასრულებელი დირექტორი (markides.g@ucy.ac.cy).
« იხ. ყველა ანონსი