2012-06-26

„პოლონეთის გზა დამოუკიდებლობისაკენ“

26 ივნისს, 10.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარშავის უნივერსიტეტის სემინარების ციკლი იწყება. სემინარების მიზანია ხელი შეუწყოს პოლონეთის თანამედროვე ისტორიისა და კულტურის უკეთ გაცნობას საქართველოში. ვარშავის უნივერსიტეტის სემინარის პირველი სტუმარია პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ბოგდან ბორუსევიჩი, რომელიც თსუ სტუდენტებისთვის  წაიკითხავს საჯარო ლექციას „პოლონეთის გზა დამოუკიდებლობისაკენ.“
ღონისძიების ორგანიზატორია ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიის სამეცნიერო კვლევის ცენტრი.

მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №06 « იხ. ყველა ანონსი