2011-10-17

საჯარო ლექცია თემაზე – „ჯონ სტაინბეკი – დოკუმენტური ჟურნალისტიკა“

17 ოქტომბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სან ხოსეს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიუზენ შილინგლოუ ეწვევა. პროფესორი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ჯონ სტაინბეკი – დოკუმენტური ჟურნალისტიკა“. ღონისძიება თსუ–ის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

სიუზენ შილინგლოუ სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორი და სალინასის სტაინბეკის ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელია. 2007, 2009 და 2011 წლებში სიუზან შილინგლოუ იყო კალიფორნიის შტატის ფესიფიკ გროუვის უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა ჰუმანიტარული ინსტიტუტის ეროვნული პროგრამის: ,,ჯონ სტაინბეკი. ხმა რეგიონისა, ხმა ამერიკისა“ თანადირექტორი. მის მიერ გამოქვეყნდა მრავალი სტატია სტაინბეკის შესახებ. ბოლო დროს მისი ავტორობით პინგვინ ნიუ ამერიკან ლაიბრარისათვის (Penguin New American Library) გამოქვეყნდა წიგნების “The Winter of Our Discontent”(„ზამთარი ჩვენი მღელვარების“  და “A Journey into Steinbeck’s California (2006), („მოგზაურობა სტაინბეკის კალიფორნიაში“ (2006)) შესავალი. ეს უკანასკნელი არის მოგზაურის ცნობარი და ბიოგრაფია, რომელშიც განხილულია, თუ რა ზეგავლენა იქონია მოცემულმა ადგილმა სტაინბეკის ხედვაზე. ამჟამად ის ქეთრინ როჯერსთან ერთად  All Things Steinbeck: An Encyclopedia of Steinbeck’s World, (,,ყველაფერი სტაინბეკის შესახებ: სტაინბეკის სამყაროს ენციკლოპედია”) მე–2 ტომის (გრინვუდი, 2013) გამოცემის თანარედაქტორია.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი
« იხ. ყველა ანონსი