2013-06-26
ქართული ენისა და ლიტერატურის მე-11 კლასის 2012 წელს გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების განხილვა
26 ივნისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართება ქართული ენისა და ლიტერატურის მე-11 კლასის 2012 წელს გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების (მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნი) განხილვა.ღონისძიების ორგანიზატორია თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, რომლის თანამშრომლებიც განიხილავენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სახელმძღვანელოებს ლიტერატურათმცოდნეობისა და განათლების მეცნიერებებების თანამედროვე გამოწვევების ჭრილში; იმსჯელებენ მათ კონცეფციაზე, შესაბამისობაზე წიგნიერების განვითარების პრობლემებთან, ასევე, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ლიტერატურათმცოდნეები, ლინგვისტები, განათლების სპეციალისტები - სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიი.
მისამართი: კოსტავას ქ. 5, თსუ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, სხდომათა დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი