2010-12-13

მოსამართლე ჯონ ტანჰეიმი სტუმრად თსუ-ში

13 დეკემბერს, 13:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკის იურიდიული კონფერენციის კომიტეტის თავჯდომარე მოსამართლე ჯონ ტანჰეიმი ეწვევა. ნორვეგიულ-ამერიკული ისტორიული ასოციაციის პრეზიდენტი სტუდენტებისა და პროფესორების წინაშე საჯარო ლექციით - „ნაფიცმსაჯულთა სასამართლო“  წარსდგება. მოსამართლე საქართველოში ნაფიცმსაჯულთა სასამართლო პროცესის ამოქმედებაზე და მართლმსაჯულების ამ მოდელის პერსპექტივებზე ისაუბრებს.

მოსამართლე ტანჰეიმი მინესოტას უნივერსიტეტის ჰამფრის ინსტიტუტის კონკორდას კოლეჯის დირექტორთა საბჭოს, მინესოტას იურიდიული სკოლის და ნობელის მშვიდობის ფორუმის წარმომადგენელია, ასევე ამერიკის იურისტთა ასოციაციის დელეგატთა პალატის წევრია.
მოსამართლე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით იმყოფება.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი