2016-06-02
საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებისა და საქართველოში კანონიერად ცხოვრების შესახებ.
2 ივნისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი, გამართავს შეხვედრას უცხოელ სტუდენტებთან ან/და სხვა დაინტერესებულ პირებთან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებისა და საქართველოში კანონიერად ცხოვრების შესახებ.
ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება მიგრაციის მართვის გაუმჯობესება და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობაა. ამჟამად ცენტრი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველოს კონტექსტში მიგრაციისა და განვითარებისთვის პრაქტიკული მნიშვნელობის შეძენა.“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2015 წლის სექტემბერიდან IRC-ში ფუნქციონირება დაიწყო იურიდიული დახმარების ცენტრმა რომლის საქმიანობის არეალი მოიცავს მიგრაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.
ცენტრი სხვა ძირითად მიმართულებთან ერთად, ორიენტირებულია საქართველოში უცხოელ სტუდენტებს გაუწიოს სამართლებრივი დახმარება/კონსულტაცია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებისა და საქართველოში კანონიერად ცხოვრების შესახებ.
ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს უცხოელისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა/დახმარება შემდეგ საკითხებზე:
• საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება (პირადობის მოწმობა, პასპორტი);
• საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა (ბინადრობის მოწმობა);
• საქართველოში შესაბამისი ტიპის ბინადრობის ნებართვის მინიჭება (ბინადრობის მოწმობა);
• საქართველოში თავშესაფრის/ლტოლვილის სტატუსის მოპოვება
• ოჯახური ძალადობის მსხვერპლისათვის სამართლებრივი დახმარება-დოკუმენტირება.
ცენტრი ეწევა არაკომერციულ საქმიანობას, მისი საქმიანობა დაფინასებულია EU და UNHCR მიერ, შესაბამისად ცენტრის მომსახურება/კონსულტაცია არის უფასო.
მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, 101–ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი