2013-12-01

გაეროს მოდელირება - "პალესტინელი ხალხის უფლებები"

1 დეკემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტი პროექტი "გაეროს მოდელირება", რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. სტუდენტები წარადგენენ სხვადასხვა ქვეყნების პოზიციებს თემაზე "პალესტინელი ხალხის უფლებები".

ღონისძიებას დაესწრებიან გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში კოორდინატორი  ნილ სკოტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ახალგაზრდული გაეროს ელჩი.

ღონისძიება თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი